Sunday, September 25, 2016

რეფლექსია მე-7 დღე

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.

სწორედ გამოყენებული მეთოდები, ინსტრუმენტები პროექტის დასაწყისში, მსვლელობასა და დასასრულს მოცემული თემის ირგვლივ, რაც ერთერთი საწინდარია პროექტის მაღალი შეფასების. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.



რეფლექსია მე-8 დღე.
ვმსჯელობდით ფასილიტაციის მასალაზე. თუ რა მასალა (შაბლონი, ცხრილი, ფოტო და ა.შ)    უნდა გამოიყენოს მოსწავლემ, რათა გააზრებულად იცოდეს, რა გააკეთოს .რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითრეგულირებას და მოტივაციას.

Sunday, September 18, 2016

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.შევარჩიოთ რა სახის მრავალფეროვანი ნიმუშები გაკეთდა ჩემს პროდუქტში, რომელიც მომცემს მრავალფეროვანი შეფასების საშუალებას. გავაკეთეთ აქტივობა კვლევაზე, ავაგეთ დიაგრამა. ჩავატარე კვლევა ჩემი თემის ირგვლივ, რაც დამეხმარა მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებზე გავსულიყავი.

Sunday, September 11, 2016

შევისწავლე შეფასების სტრატეგიები.  თუ რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენოთ პროექტის დასწყისში,  მსვლელობის დროს და პროექტის ბოლოს. ასევე თითოეული სტრატეგიის მეთოდებსა და ინცტრუმენტებს გავეცანი.

Saturday, September 10, 2016

პროექტი დამეხმარება მრავალფეროვანი აქტივობების შესრულებაში. დასახული მიზნები დამეხმარება მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით გათვალისწინებული შედეგები. განუვითარდეს 21 საუკუნის უნარები. იმსჯელებენ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. კითხვები მომცემს საშუალებას სწორი ფოკუსირება მოვახდინო პროექტის მსვლელობაზე.არა მარტო დავადგინო წინარე ცოდნა, არამედ მოსწავლემ დაინახოს და გაიაზროს საგანთშორისი კავშირი
სწავლის პროცესის წინსვლა და შედეგებზე გასვლა , რომ მოხდეს უკუკავშირია საჭირო. უკუკავშირი უნდა იყოს აღწერადი და არაშეფასებადი.უკუკავშირის სახეებია:
1 ზუსტი ინფორმაციის მიღება.
2 ნეიტრალური განცხადებების გაკეთება
3 რჩევების მიცემა.

გავეცანით საავტორო უფლებებს და ვიცით როდის უნდა გამოვიყენოთ.

Saturday, September 3, 2016

   კმაყოფილი  ვარ  დღევანდელი  დღით.  პროექტებით  სწავლება  ნამდვილად  ავითარებს  ბავშვის  შემოქმედებით  უნარებს  და  კრიტიკულ  აზროვნებას.  მოსწავლე  მეტად  ჩართული  და  მოტივირებულია.